გიგი უგულავა: პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის,  გიგი უგულავას განცხადებით,  ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს ტრადიციული აქცია არ გაიმართება.

„ერთი შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ზედმეტი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ჯობია სხვაგვარად გამოვხატოთ ის პროტესტი, რაც საზოგადოებაში არსებობს. ხაზი გავუსვათ და მთელი სიცხადით დავანახოთ ის აბსურდი, რასაც ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს“, – განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად