გიგი უგულავა: პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ პროტესტს შეუერთდეს.

როგორც გიგი უგულავამ საპროტესტო მსვლელობა -აქციაზე განაცხადა, აქცია გადაინაცვლებს ჩიტაძის და შემდეგ უკვე ინგოროყვას ქუჩით კანცელარიისკენ.

“კანცელარია დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლოა. ამიტომ ჩვენი ვალია იქ მივიდეთ, ისევე, როგორც ეს უტვინო მოვიდა ჩვენთან, დაგვარბია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ვიქნებით იქ, პარლამენტთან ჩვენი თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან, გაშლიან კარვებს და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და რიგგარეშე არჩევნებით დამთავრდება. ჩვენი შეკრების მიზანია ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ვამბობთ სიტყვას თავისუფლებისთვის, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ქვეყანას!“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...