გიგი უგულავა “ოცნების” დეპუტატებს პარლამენტის შენობაში არ შეშვებით ემუქრება

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კიდე ყოველი ჩვენთაგანის ტანჯავს, ყველა ადამიანს! გარდა ბიძინასა და მისი ახლო გარემოცვის, თავისი შაიკის. ამიტომ მეგობრებო დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი, პირველი და მთავარი: გაიგოს “ქართული ოცნების” უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან მუშაობას ამ შენობაში ვერ გააგრძელებთ”, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად