გიგი უგულავა “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე: შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს

“შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს😀”, – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გიგი უგულავა Facebook-ში “ქართული ოცნებიდან” რამდენიმე დეპუტატის გასვლას.

შიდა ქართლი ყოფილი გუბერნატორი, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობოდან გადის.

ე.წ. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას გუნდი, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან და სავარაუდოდ, ახალ ფრაქციას შექმნიან.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...