გიგი უგულავა: “ოცნება” უსინდისოა, ეს თავის თავზე იწვნია პრეზიდენტმა, რომელსაც ზონდერ-ბოტ-შმოტები მიუქსიეს

“ფეხბურთში რომ არის ხოლმე ხომ იცით, რომ თამაშობ, ღირსეულად რომ წააგებ და მერე განხილვები რომ მიდის, აი იღბალი, ფეხი 1 სანტიმეტრით რომ ყოფილიყო მაღლა და ა. შ. აქაც საბოლოო ჯამში ზურაბიშვილის ხელმოწერა იქნება”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა “ტვ პირველის” ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მისი და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

“მე პირველივე დღიდანვე ვუთხარი სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური შეფუთვა გააკეთა თავისი ქმედების. გასაგებია, რომ მას არც მე არც ოქრუაშვილი და ვიმედოვნება არც რურუა არც დასიზმრებია და 100 წელი არც გავახსენდებოდით, რომ არა საერთაშორისო ზეწოლა. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს.

ფეხბურთში რომ არის ხოლმე ხომ იცით, რომ თამაშობ, ღირსეულად რომ წააგებ და მერე განხილვები რომ მიდის, აი იღბალი, ფეხი 1 სანტიმეტრით რომ ყოფილიყო მაღლა და ა. შ. აქაც საბოლოო ჯამში ზურაბიშვილის ხელმოწერა იქნება, რომელიც ახლა მას რცხვენია და შემიძლია გავუმაგრო გული და ვუთხრა, რომ სამარცხვინო არაფერი არ არის. სამარცხვინო არის ის, რომ ის ამ პოლიტიკურ თამაშებში ლავირებას ცდილობს. სამარცხვინო არის ის, რასაც “ქართული ოცნება” მათ შორის მას უკეთებს. თვითონაც თქვა, რომ შეუთანხმა და მერე ზონერ-ბოტ-შმოტები “ოცნებამ” მიუქსია ზურაბიშვილს”, – ამბობს უგულავა.

კითხვაზე, მაინც მადლობელია, მაგრამ საჯარო განცხადების გარდა მასთან პირადად ხომ არ შეხმიანებია? – პასუხობს:

“ბუნებრივია მადლობელი ვარ. არ შევხმიანებივარ, ეს არ იქნებოდა სწორი. იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება მისი როგორც პრეზიდენტის მიმართ – ანუ, როგორც ის აირჩიეს, არ შეცვლილა. მან თავისი როლი შეასრულა, რისთვისაც მას მადლობა ეკუთვნის. ისტორიამ გამოაჩინა რამდენად უსინდისო და უსულგულოა “ქართული ოცნება”. მისმა პარტნიორებმა, ისეთი როგორიც არის ზურაბიშვილი ეს თავის თავზე იწვნია”, – აცხადებს უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად