გიგი უგულავა ოპოზიციას: პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

“ევროპული საქართველოს” ყოფილი გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტს მხარს უჭერს და ოპოზიციამ მას მხარი უნდა დაუჭუროს. თუმცა, მისი აზრით პარლამენტის ბოიკოტი უნდა შეჭყდეს მას შემდეგ, როდესა პარტია “ნაციონალური მოძროაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეს დატოვებს.

“ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი ეს არის🙂
არსებობს მომენტი როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. ოცნებას ეგონა რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით.
ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში.
ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემის აზრით, უნდა იყოს:
ოპოზიციის ხედვა და გეგმა
ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, – ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია
ჩვენი მიზანი მიიღწევა ორ საფეხურად:
ა. პირველი საფეხური. საპრლამენტო არჩევნების პროპორციულობა
1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით 2% ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების – სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე:
2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში ოცნების დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში ოცნების 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს
3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე
4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული ეკანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად
ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ.
პ.ს. თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება.
პ.პ.ს. მე კარგად მესმის რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია როცა თავმჯდომარე მოტაცებულია მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა- ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...