გიგი უგულავა: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან – უნდა გვესმოდეს, დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები

პოლიტიკოსი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

“ჩემი აზრით:
1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან
2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას, შესაბამისად მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ ოცნება შეთანხმებაში.
3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება
3. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები” – წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...