გიგი უგულავა ნიკა მელიას დაკავებაზე: ციხე ტრაგედია არაა, ციხე ადამიანს აძლიერებს

პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება საპროტესტო აქცია.

“ციხე ტრაგედია არაა. ციხე ადამიანს აძლიერებს, ნიკამ ადამიანებს ვისაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, მოგვცა ბრძოლის მაგალითი. ის მშვიდი იყო და იყო მტკიცე. ჩვენი  ვალია დროშა არ დაეცეს ძირს, რომ  ბრძოლა უნდა გაგრძლედეს.

დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე და ამ როდიონოვმა ივანიშვილმა და მისმა ცახესმა დაამყარეს საბჭოთა დიქტატურა. ის რაც დღეს აქ მოხდა არის სამარცხვინოზე სამარაცხვინო ლაქა, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხანი იქნება ჩამოურეცხავი.

ჩვენ ვიკრიბებით დღეს 3 საათზე კანცელარიასთან, გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს.

პირადად მე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდებით ივანიშვილს, რომ დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე.

დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ის რაც მან გააკეთა, ასეთი რამეები უპატიებელი აღარ დარჩება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

18 თებერვალს  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს  რის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.   სულ რამდენიმე საათში კი „ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

გუშინ კი საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, გუშინ 6 საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალს კი, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...