გიგი უგულავა: “ნაცმოძრაობა” ისეთ თემებზე საუბრობს, რაც არარეალიზებდი და პოპულისტურია

შსს-ს ყოფილი მინისტრმა, ამჟამად მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა ტელკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ ბოლომდე ვერ გაითავისა ის, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” გაყოფილია, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ყოფილი თანაგუნდელები ისევ გაერთიანდნენ, თუმცა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან უარყო.

“დავიყავით არა პირადი დაპირისპირების გამო, არამედ ფუნდამენტური საკითხებში არის განსხვავება. დღეს უკვე კარგად ჩანს, მაგალითად “ნაციონალური მოძრაობა” ისეთ თემებზე საუბრობს, რომელიც არარეალიზირებადია და მხოლოდ პოპულისტურ ხასიათს ატარებს. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით.

“ევროპული საქართველო” არ არის პოპულისტური პარტია და საუბრობს იმაზე რისი გაკეთებაც რეალურად შესაძლებელია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად