გიგი უგულავა: მთავრობა აქეთ გვატენის გავრილოვს, თითქოს თვითონ არ ჩამოიყვანეს!

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს’ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, სადაც მან 20-21 ივნისს მიმდინარე მოვლენების შესახებაც ისაუბრა.

“მთავრობა აქეთ გვატენის გავრილოვს, თითქოს თვითონ არ ჩამოიყვანეს. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კი რუსი ტურისტები დააფრთხო. მე მინდა გითხრათ რომ კიპრი, რომელიც ზომაზე მეტად არის დამოკიდებული ტურისტულად რუსეთზე, იქაც რუსი ტურისტების ნაკლებობაა.

ამიტომ მეგობრებო, ცოტა ფართოდ უნდა შევხედოთ. კი ბატონო, მეზობელია და აუცილებელია, რუსული ტურისტული ბაზარიც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. გახსოვთ ცალმხრივად გავუხსენით რუს ტურისტებს უვზიო რეჟმი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის შენი ქვეყნის ოკუპანტი, უნდა გახსოვდეს რომ მისი ხვედრითი წილი, შენი ქვეყნის ეკონომიკაში უნდა იყოს ისეთი რომ არ ექვემდებარებოდეს არანირ მანიპულაციას.”,-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად