გიგი უგულავა: მოსახლეობის 15% ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს, იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს, გამაგებინეთ

“რაში მანაღვლებს, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, რას ვშვრებით? ამ კითხვას ვუსვამ ყველას. ანუ, ვართ თუ არა კოალიციის მონახაზი, გვაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორ წავალთ არჩევნებზე, გვაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტურირება, ერთობას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ფესვები, რომელსაც წყალი უნდა დავასხათ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჭირსაც წაუღია, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტურირება და გაძლიერება.

„დაახლოებით ასე იყო, 90-იანი წლების დასაწყისში უნივერსიტეტის ეზოში ატარებდნენ მიტინგს საყოველთაო შერიგების შესახებ, მაშინ ტროლეიბუსები ცუდად მუშაობდა და დააგვიანეს ვიღაცებმა, დააგვიანეს საყოველთაო შერიგებაზე და დაწყევლეს. ანუ ალტერნატივა გაქვს, უნდა შემირიგდე ან უნდა დაგწყევლო. ან ვახო მეგრელიშვილის ჭკუაზე უნდა გავიარო, ან ვიღაც გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებს. ეს არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, არც კაცურად, არც მორალურად არაფერში არ წერია საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი. ეს ხალხი უკვე არის შიგნით. ყველა დანარჩენ ოპოზიციას მოვუწოდებ, ეს არის განგრენა, ეს არის სიმულაციური პოლიტიკური პროცესი, სიმულაციურ-პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიქცეთ ამ სიმულარად. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელშიც 15% მოსახლეობის ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს, იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს, გამაგებინეთ.

ერთობა არ არის სადღეგრძელო, ერთობას სჭირდება სტრუქტურირება, ერთობას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ფესვები, რომელსაც წყალი უნდა დავასხათ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჭირსაც წაუღია, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის.

ჩვენ აქ საკამათო არაფერი გვაქვს. პოზიცია შევცვალეთ? – არა; გაყალბდა არჩევნები? – გაყალბდა; უნდა მივიღოთ მონაწილეობა სიყალბეში? – არ უნდა მივიღოთ; აბა, რა გინდა, პირველ დღესაც ამას ვიძახდი და ახლაც ამას ვიძახი. გამოვარდნენ ეს სულსწრაფი ადამიანები, დაიწყეს ლანძღვა, გინება, ერთი ამბავი. კი, ბატონო, ავიტანეთ ეს ერთი თვე, მაგრამ ახლა უკვე ნიშნავს, მათი ლაპარაკი ბუნებრივად არის „მონასტერი აირია“. არაფერი არეულა, როგორ აირია. ყველა ერთ აზრზე ვიყავით და სამი კაცი გადავიდა სხვა აზრზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად