გიგი უგულავა: მოგეკითხებათ სათითაოდ, ვეუბნები ყველა იმ პოლიციელს, ვინც თავის საქმით არაა დაკავებული

ზუგდიდში სპეცოპერაციის პარალელურად მცირე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და “ქართული მარშის” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

უგულავას თქმით, ამას პროვოცირება გიორგი გაბედავამ მოახდინა.

“მთელი დღეა ვაკვირდებით, რომ მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს საცოდავი ადამიანი კვარაცხელია, რომელიც მძევალია, ის ჯერ გამოაცხადეს “ნაცმოძრაობის” წევრად, მერე უგულავასთან მუშაობდაო. ახლა მოვიდა გაბედავა და დაიწყო თქვენი ზონდერიო. ადამიანი მძევალია. გაბედავა ნოლია, შნირია. გაეთრევით ყველანი აქედან და ყველა პოლიციელს ვეუბნები – ვინც თავის საქმით არ არის დაკავებული, მოგეკითხებათ სათითაოდ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად