გიგი უგულავა: მინდა პარლამენტს ვთხოვო, გადადოს დღევანდელი სხდომა

“ენით აუღწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება და მობილიზება, გლოვა”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ხვალ, ჩვეულებისამებრ იმ ფორმით, რა ფორმთაც ჩვენ ვაპროტესტებდით ეს არის სირცხვილის კორიდორი ის გეგმა, რაც იყო დღეს დაგეგმილი უბრალოდ გადაიდო ამ ტრაგედიის გამო. მგონი ეს ლოგიკურია. ისევ ვიმეორებ, მინდა ჩვენ პარლამენტს ვთხოვო, იფიქროს და გადადოს დღევანდელი სხდომა, ნიშნად ერთსულოვნებისა ტრაგედიის წინაშე. ყველა ვართ სოლიდარული და თანაზიარი.”,-ამბობს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, გუშინ, ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 მცირეწლოვანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...