გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის

ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ერთერთმა და ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ სპაცილერ ვიდეო მიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად გადაიქცა და სააკაშვილმა ოპოზიციური ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

„ბრძოლის მოდელი “სატახტოთა თამაშების” მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და „ქოცების“ წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა“, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად