გიგი უგულავა: მეუფე პეტრეს განცხადებას ვემიჯნები, ის ლგბტ თემის კიდევ უფრო მეტ დემონიზაციას ემსახურება

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“მეუფე იაკობის განცხადებები არ უნდა გადაიფაროს მეუფე პეტრეს დღეს გაკეთებეული შოკისმომგვრელი განცხადებებით. მე მეუფე პეტრეს განცხადებებებს სიღრმეებში არ შევყვები, იმიტომ, რომ კატეგორიულად ვემიჯნები. იმიტომ კი არა, მჯერა თუ არ მჯერა, ამ საკითხში საერთოდ არ შევდივარ. არამედ იმიტომ ვემიჯნები, რომ პეტრე ცაავამ აიღო გზა, რომელიც ჩვენი – საზოგადოების მოწყვლადი თემის – ლგბტ თემის კიდევ უფრო მეტ დემონიზაციას ემსახურება. ეს დროშა აიღო მან პატრიარქთან საბრძოლველად. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი.

მიუღებელი იყო ის, რასაც აქამდე აკეთებდა საპატრიარქო. მიუღებელი იყო, რომ გაეროს მიერ აღიარებული ოჯახის სიწმინდის დღე საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ეს პროვოკაციული ქმედება იყო და სამწუხაროდ, მისი უწმინდესობის ხელდასმით მოხდა ეს. ეს დაპირისპირება ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ახლა ვიგებთ, რომ თურმე შიგნიდანაც იგივე პრობლემებია, ეს ფარისევლობაა, ამიტომ ჩვენ ამაზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი თუ ვინ ასეთია და ვინ ისეთი. ამას უნდა დავანებოთ თავი და ეკლესიამაც უნდა დაანებოს თავი საზოგადოების ამ თემის დემონიზაციას და ტაბურეტკების სროლას. ეს არის ანტიქრისტიანული და თუ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ეს პრობლემაა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად