გიგი უგულავა: მამათმავლობას მომაკვდინებელ ცოდვას რომ ეძახით, ათ მცნებაში რატომ არაა? – ამპარტავნება და სიძულვილი არის

გიგი უგულავა: მამათმავლობას მომაკვდინებელ ცოდვას რომ ეძახით, ათ მცნებაში რატომ არაა? – ამპარტავნება და სიძულვილი არის, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ათ მცნებაზე მელაპარაკებოდნენ. მაშინ გამოვიდეს რომელიმე ის მღვდელი და თქვას, თქვენ რომ მომაკვდინებელ ცოდვას უძახით მამათმავლობას, რატომ არ არის ათ მცნებაში? მაგრამ, ამპარტავნება არის, სიძულვილი მომაკვდინებელია.

გამოვიდნენ სხვისი ტრ…ის მცველები და გვეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზაციის საკითხი. არასდროს არ ყოფილა ეს ცივილიზაციის საკითხი. ვიღაცა თუ მამათმავალია, ამას რა კავშირი აქვს ცივილიზაციასთან?! ან ეკლესიასთან?! გასაგებია, კი ბატონო იყოს ცოდვა, მათ აქვთ ამის უფლება, რომ ეს ცოდვა იყოს, მაგრამ ეკლესია ცოდვას პატიობს სინანულით და სიყვარულით და არა თავში ჯვრის და ტაბურეტკების რტყმით. მერე სახარება წაიკითხონ, საკუთარ თვალში და თავში ნახონ ის უბედურება, სხვაში რასაც ეძებენ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები
იტვირთება...