გიგი უგულავა: მადლობა ემზარ კვიციანს იმისთვის, რომ კაცურად დადგა

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა ნიკა მელიამ “პატრიოტთა ალიანსი” წევრს, დეპუტატ ემზარ კვიციანს ნიკა მელიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ყველა დეპუტატს, ვინც “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირა მხარი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორევში ადუდღნილები უწოდა. 

“ნიკა მელიას დაჭერა გადაწყვიტეს. მერე სპირალურად გააკეთეს ისეთი რაღაცა, რომ მთელი ეს 92 დეპუტატი ადუდღნეს ამ უბედურების მორევში. რაც უნდა თავი იმართლონ ახლა დეპუტატებმა… 92 კაცი ხართ და თქვენ თქვენი კოლეგა ციხეში თქვენი ხელით გაუშვით. მერე რა მოხდა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. თქვენი ხელით მოხდა იმუნიტეტის შეჩერება, მისი პატიმრობის მიზნით. ამას მოაწერეთ თქვენ ხელი.

არაფერი საერთო არ მაქვს ემზარ კვიციანთან მაგრამ, მას მადლობა უნდა ვუთხრა. იმიტომ რომ კაცურად დადგა და ამ უბედურების საშინელ მორევში. საბჭოთა სასამართლო გამახსენდა. ივანიშვილმა ესენი ადუდღნა და გათხვარა“, – განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა “პოლიტმეტრში”.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტარებს მოუწოდა, გამოიჩინონ კოლეგიალობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ, ჩაუდგნენ თავდებში და პატიმრობის ნაცვლად მოითხოვონ მისი შიდა პატიმრობა, ვიდრე დასრულდება გამოძიება. თუმცა, არ გაითვალისწინეს კოლეგის თხოვნა – “ოცნების” დეპუტატებმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს და მის დაპატიმრებას მხარი დაუჭირეს

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად