გიგი უგულავა კობახიძეზე: არავის აინტერესებს, რა სიბრიყვეებს როშავს ივანიშვილის გატუტუცებული ბალღი

არავის აინტერესებს, რა სიბრიყვეებს როშავს ივანიშვილის გატუტუცებული ბალღი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

კითხვაზე – “ოცნების” მესიჯი “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მისამართით ისევ “სისხლიანი 9 წელი იქნება”? თუ მოისმინეთ, “ოცნების” წევრების დღევანდელი განცხადებები, მაგალითად კობახიძის და როგორი იყო თქვენი რეაქცია? – რაზეც უგულავა ასე პასუხობს:

“სიმართლე გითხრათ, არავის არ აინტერესებს რა სიბრიყვეებს როშავს ივანიშვილის გატუტუცებული ბალღი. გვყავს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ამაყობს -5% ეკონომიკის ზრდით, რაც სოფლებში პირდაპირ შიმშილობას ნიშნავს. ჩვენ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ამას უნდა მივხედოთ და არა ამ 8 წლიან გაუთავებელ კაკაფონიას, რომ “აბა ჩამოვიდეს, მე დავიჭერ”, “აბა ჩამოვდივარ მე დაგიჭერ”. დაიღალა ხალხი ამით.

დიახ ივანიშვილმა დააყენა არჩევანი “ან მე ან მიშა”, მაგრამ მას შემდეგ რაც ხალხმა მოიპოვა პროპორციული არჩევნები, რომ ამით დამთავრდეს სულთანობა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იყოს ამ ქვეყანაში ბატონი, ის გახდეს მსახური”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად