გიგი უგულავა: ხვალ დილით, 10 საათზე სასამართლოში მივდივარ დაკითხვაზე

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა Facebook-ში წერს:

“ეგრე რა ძლივს! ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე. იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლო”, – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავა დაკითხვაზე შსს-ში დაიბარეს, რაზეც მან უარი თქვა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გახარიას დაკითხვის შემდეგ დათანხმდება ჩვენების მიცემას. უგულავამ მაშინ მზადყოფნა გამოთქვა სასამართლოში გამოიკითხოს.

ცნობისთვის, პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმის გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალა. უწყების ინფორმაციით, “სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად