გიგი უგულავა ხელისუფლებას: მკაცრად აგებთ პასუხს – დედა გეტირებათ!

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმას “მწვანე შუქი” თავად ხელისუფლებამ აუნთო.

“კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე.

ფორმულა, მთავარი, პიტველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ😡” – წერს გიგი უგულავა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად