გიგი უგულავა: კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი

კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

“სალომე ზურაბიშვილი – შეწყალება “მისი სუბიექტური” გადაწყვეტილებაა, ალბათ უნდოდა ეთქვა რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეგ აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბაოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია.

კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია!ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით”-წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად