“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს გამოეხმაურა და მის პოლიტიკიდან წასვლა პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა.
“ის გაურბის პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მგონი ბოლო ქვეყანა ვიქნებით სადაც ვაქცინა შემოვა. ეს ჩვეულებრივი ადამიანის ყოფნა-არ ყოფნის საკითხს ეხება. სად მიდის როდესაც გავეშებული კრიმინალია და თუ მიდის მაშინ ეს ნაგავიც უნდა გაიტანოს, რომელსაც აქ გვიტოვებს, რომელიც ძალით მოგვიყვანა და დაგვასვა. რას ნიშნავს მივდივარ?! სად მიდის?! პასუხისმგებლობას გაურბის?” – განაცხადა გიგი უგულავამ.