გიგი უგულავა: ივანიშვილმა ამიყვანა მძევლად, არანაირი ვაჭრობა მასთან არ იქნება!

“ევროპული საქართველოს” გიგი უგულავა აცხადებს, რომ მმართველ ძალასთან თავისუფლებით ვაჭრობას არ აპირებს.

როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში” სატელეფონი ინტერვიუში განმარტა, მას ჰქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ არ დათანხმდა.

„ზაფხულში და დაჭერამდე ხან საპროცესო შემომთავაზეს, ხან რა – მაგრამ მე უარი ვთქვი, არავითარი გარიგება არ იქნება
თავისუფლებით. რაც მაქვს, ის უნდა შესრულდეს – მე ივანიშვილმა ამიყვანა მძევლად და ვიქნები მასთან მძევლად, სანამ გავიმარჯვებთ, მაგრამ არანაირი ვაჭრობა მასთან არ იქნება”, – აცხადებს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად