გიგი უგულავა: ივანიშვილი მენტალურად არის საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავამ რუსთავის ციხე უკვე დატოვა.

„ეს ადამიანი მენტალურად არის საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა, ამიტომ არანაირი წინა პირობა არ არსებობს იმისთვის, რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა.
მეორე ასპექტი არის ის რომ სრულად უნდა შესრულდეს მოთხ9ვნა დ ასევე ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რო, აქტიურობას და პრინციპულობას აქვს ფასი და ყოველთვის შედეგს გამოიღებს. და რომ საქართველო არ არის მარტო და ქვეყნა არ რის ჩალით დახურული და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ იზამს.
ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო წნეხი და ჩვენ ვნახეთ ჩვენი საზოგადოების წნეხი. იყო ერთსულოვნება, რამაც გამოიღო შედეგი და ქართული საზოგადოების გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობის და ტყუილი ნიაღვარს რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირდა მაინც სიმართლე, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ შორის ჩვენი მაგინებელმა ძვირფასმა პრეზიდენტმა“.- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად