გიგი უგულავა: ივანიშვილი იქნება სამარცხვინო ადამიანი, ვიდრე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არათუ გაათავისუფლებენ, არამედ საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდიან

„არასერიოზული და უსინდისო ადამიანის ინტერვიუ მოვისმინეთ. უსინდისოა, როდესაც საუბრობს, რომ დავით ხიდაშელი თურმე ეროვნული გმირია, ეგ „კაგებეშნიკი“. მიდის თუ არ მიდის, იმალება ისე, რომ სინდისის პატიმრებს ტოვებს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას.”

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

“ამ ადამიანის რაიმე მორალზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია. ის გულისამრევად იქცევა. წასვლის წინ მაინც მიმხვდარიყო, რომ ეს ადამიანები მისი პირადი პატიმრები არიან, პირადად მან დაიჭირა და გუშინ ეს აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სამარცხვინო, პატარა ადამიანის ინტერვიუ იყო. იქამდე იქნება სამარცხვინო და პატარა ადამიანი, ვიდრე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არათუ გაათავისუფლებენ, არამედ საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდიან. სხვა შემთხვევაში, ივანიშვილი რამდენი წელიც იცხოვრებს, ფეხქვეშ მიწა დაეწვება. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსების დაჭერაზე, შურისძიებაზე, ყოფილი პრეზიდენტის გაძევებაზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, მე ვლაპარაკობ ორ უდანაშაულო ადამიანზე. იმისთვის ეს ნაგვები პარლამენტში დაესვა, ეს ორი ადამიანი დღემდე ციხეშია. ეს კი კაცი სითბოში ზის და მორალს გვიკითხავს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად