გიგი უგულავა ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განახლებაზე: გაწერეს-ჩააწიკწიკეს

“გაწერეს-ჩააწიკწიკეს”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განახლების გადაწყვეტილებას.

ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ დაუკავშირდნენ და მისი საქმის განახლება იწყება.

და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე.
გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა.
Gigi Ugulava nika melia თქვენსკენ რა ხთეფაა?” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მის პოსტს გიგი უგულავა გამოეხმაურა და კომენტარი დაწერა: “როდის? ჩემთან ჯერ არ გამოჩენილან”.

რაზეც ოქრუაშვილი პასუხობს: “გუშინ დარეკეს სხდომების გრაფიკს გაცნობებთო”.

უგულავა კი წერს: “გაწერეს-ჩააწიკწიკეს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...