გიგი უგულავა: ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში გამოსვლა

“დღეს უფრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება და ახლოვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა. მოგეხსენებათ არის სიახლეები, მათ შორის ვხედავთ ხელისუფლების ჭირვეულობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

“კლასიკური არაფატიზმი ჰქვია მაგას, უცხოელებთან ლაპარაკობ ერთი ენით და მერე ეს უცხოელები რომ არ არიან ლაპარაკობ იგივე სიძულვილის ენით. 80-იან წლებში ეს მუშაობდა, მაგრამ ახლა, როცა სწრაფი თარგმანი არსებობს, ეს სიყალბე მალე აღმოჩენადია. ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, ჩავა იქ ხელცარიელი, თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ თუ ორი კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...