გიგი უგულავა: გასარკვევია, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაშია თუ სუს-ის ტროას ცხენია

„გასარკვევია, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაშია თუ სუს-ის ტროას ცხენია“, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არასწორია გრიგოლ ვაშაძის განცხადება მეორე ტურში თანაბარ მხარდაჭერაზე საუბარი ამ კონტექსტში გიორგი ვაშაძესთან და დავით ჭიჭინაძესთან მიმართებით.

“გუშინ მოვისმინე ბატონ გრიგოლ ვაშაძის განცხადება ისანთან დაკავშირებით. მე მათ მინდა შევახსენო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენ ყველანი შევთანხმდით საერთო მაჟორიტარებზე. ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა იმ მიზნით ხდება, რომ ოპოზიციამ პირველივე ტურში მოუგოს ოცნების კანდიდატს. ისნის რაიონში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი არის გიორგი ვაშაძე. მას მხარს ვუჭერთ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ენმ-ც.

ამიტომ არასწორად მიმაჩნია ბატონი გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ტოლობის ნიშნის დასმა გიორგისა და ბატონ ჭიჭინაძეს შორის, რომელიც კიდევ გასარკვევია ოპოზიციაშია თუ სუსის ტროას ცხენია. არასწორია, მეორე ტურში თანაბარ მხარდაჭერაზე საუბარი ამ კონტექსტში. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, პატივისცემის დადასტურებით, ვიყოთ ერთგულნი და ცხადი ჩვენს მოწოდებებში, რომ არ დავაბნიოთ ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენ ევროპული საქართველო თანაბრად ვუჭერთ მხარს ყველა შერჩეულ ერთიან კანდიდატს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად