გიგი უგულავა: გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ, სავარაუდოდ, მეტეხის პლატოზე

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებას გეგმავს, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს სხადასხვა ღონისძიებების გამართვას აპირებს.

ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი მეტეხის პლატო იქნება.

“გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინაარსი არის შემდეგი – ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი სისტემით, ახალი შემადგენლობით დანიშვნა. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად