გიგი უგულავა: გახარიამ რუსული ნარატივი გაიმეორა, როგორც მტერი ვინ უფრო სძულთ – პუტინი თუ წინა ხელისუფლება?

გახარიამ რუსული ნარატივი გაიმეორა, როგორც მტერი ვინ უფრო სძულთ – პუტინი თუ წინა ხელისუფლება? – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველს” განუცხადა.

“გახარიამ კვლავ რუსული ნარატივი გაიმეორა. ეს ხელისუფლება მკაფიოდ ერთ რამეზე უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ სძულს მას, როგორც მტერი – პუტინი თუ წინა ხელისუფლება? შემირცხვენია ყველა, ვინც პოლიტიკაშია და წინა ხელისუფლება და პოლიტიკური ოპონენტი უფრო მეტად სძულს, ვიდრე საქართველოს თავისუფლების რეალური მტერი – პუტინის რუსეთი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, თუმცა მან ასევე თქვა: ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.

ოპოზიციის გაბრაზება სწორედ პრემიერის ბოლო ფრაზამ გამოიწვია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად