გიგი უგულავა: გაგრძელდება პიკეტები და რადიკალური პოლიტიკური აქციები

გაგრძელდება პიკეტები და რადიკალური პოლიტიკური აქციები, ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირვე

“თალაკვაძემ ჩაატარა ბიუროს სხდომა, ისე როგორც ბრეჟნევი ატარებდა ხოლმე კომუნისტური პარტიის ყრილობებს. მარტო ქართული ოცნების თანხლებით ჩაატარეს და ჟურნალისტებიც არ შეუშვეს იმისათვის, რომ ოდნავ განსხვავებული კითხვა არ მიეცათ. ანუ მობილიზებული იყო მთელი სახელმწიფო ამისათვის – პოლიცია, სპეცრაზმი. დიპლომატიურმა კორპუსმაც კი, ვისაც ოდნავ კითხვები ჰქონდათ 20 ივნისის აქციაზე, ამ ააქციაზე ყველა ხაზგასმით თქვეს, რომ ეს იყო ცალსახად მშვიდობიანი აქცია. ანუ ივანიშვილმა ერთი ბიუროსთვის, ამხელა პოლიტიკური ფასი გადაიხადა. გაგრძელდება პიკეტები, გაგრძელდება რადიკალური პოლიტიკური აქციები. ხვალ გამოცხადდება შემდეგი აქციის თარიღი, დავინახეთ ის, რაც სტკივა ივანიშვილს და მას კიდევ უფრო მეტად ვატკენთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად