გიგი უგულავა: გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ – თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის

„მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, ნუ გაქვთ იმის განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება არის სისუსტე, მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის და თვითონ ხელისუფლებისთვის. ეს იქნება კატასტროფა ბევრი უდანაშაულო ადამიანისთვის.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგუალავამ განაცხადა,

“ჩვენ ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ დაგვიტოვა. მთელი 8 წელიწადი ხელისუფება ყველაფერს აკეთებდა, რომ მილიონზე მეტი საკუთარი თანამოქალაქე საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ გამოეცხადებინა, რომელსაც შეგიძლია აგინო, აფურთხო, შეურაცხყო, დაამცირო, ყველა კანონის სიმკაცრე გაავრცელო და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩეს. ამიტომ, ერთ მხრივ, ჩვენ ვართ მტკიცე, როგორც არასდროს. მშვიდი, როგორც არასდროს. ამავე დროს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთად ჩვენი პარტნიორების თხოვნით მივიღეთ“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...