გიგი უგულავა: ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს -გაწითლებული ხარო

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა Facebook – ში დახმარების მიზნით მიმართავს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და აცხადებს, რომ მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ, როცა სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

“შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია. Nino Lomjaria ოფიციალურად მინდა, მოგმართოთ და გთხოვოთ, შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ”, -წერს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად