გიგი უგულავა: ერთპარტიულ პარლამენტზე ცუდად და უაზროდ ერთპარტიული ბოიკოტი გამოიყურება

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტსი ნდა შევიდეს, რადგან ერთპარტიული ბოიკოტი უაზროდ გამოიყურება. მან ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“მე ვფიქრობ რომ ზოგს დროის განცდა აქვს დაკარგული, რადგან ეს დისკუსია ძალიან გარძელდა. როგორც ერთპარტიული პარლამენტი გამოიყურება ცუდად, ასევე კიდევ უაზროდ გამოიყურება ერთპარტიული ბოიკოტი, კიდევ უფრო მძიმედ. ამიტომ ამ ვითარებაში, რაც არის შექმნილი, ჩემი აზრით არჩევანიც კი აღარ აქვს ნაციონალურ მოძრაობას და უნდა გადადგას, სწორი, ვაჟკაცური ნაბიჯი რაც ჭირდება ქვეყანას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...