გიგი უგულავა: ერთობა არ ნიშნავს იმას, რომ როცა ვიღაცა რაღაცას იტყვის, ყველამ აიტაცოს 

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ერთობა არ ნიშნავს იმას, რომ როცა ოპოზიციაში ვიღაცა რაღაცას იტყვის მას ყველა დაეთანხმოს. ეს განცხადება პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთობა არ ირღვევა არც იმით, თუ ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენლის პოზიციას დაგმობს.

“მდინარაძე, როდესაც თავხედობაზე საუბარობს, თავხედობა ის არის, რაც მათ 31 ოქტომბერს გააკეთეს. თავხედობაზე საუბარი მდინარაძისგან რბილად რომ ვთქვათ, უხერხხულია.

ერთობა მაგიური სიტყვაა, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ეს არის მეორე მსოფლიო ომის შესახებ ერთ-ერთ ქართულ ფილმში ვინ თქვა პირველად ფრენჩი, ყველა ფრენჩს გაიძახის. ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ვიღაცა რაღაცას იტყვის და ყველა მას აიტაცებს. ან პირიქით, ვინმემ რომ დაგმოს, არ მოეწონოს, ან განსხვავებული რამე თქვას, ამით ერთობა ირღვევა. ამა თუ იმ ეპოქაში ოპოზიცია სულ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ ამ 30 წლის მანძილზე პირველად თქვა ქართულმა ოპოზიციამ, რომ არ მივიღებ ამ სიყალბეში მონაწილეობასო. ახლა გაჩნდა შანსი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში მართლაც გახდეს ცვლილებების ერთადერთი ლეგიტიმური შესაძლებლობა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად