გიგი უგულავა “ენმ”-ს: ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ზაალ უდუმაშვილმა კანდიდატზე თქვა, რომ  “ზუგდიდი, ირჩევს ზუგდიდელს.”

“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.
პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე-წერს გიგი უგულავა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად