გიგი უგულავა: ელისაშვილი და „გირჩი“, რომელსაც ახლა ქლიავების პარტია ჰქვია, კობახიძეზე მეტად ახმოვანებენ ხელისუფლებას 

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და “გირჩი” რომ ერქვა და ახლა ქლიავების პარტია ჰქვია, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე მეტად ახმოვანებენ ხელისუფლებას – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით, ამიტომ მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, და ამას ყველა ხაზს უსვამს, არის ქართულ ოცნებაზე, როგორც ხელისუფლებაზე.

ელისაშვილი არაფრით არ განსხვავდება, ის კობახიძეზე უარესია, ის კობახიძეზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას, ეგეც და ის მეორე, “გირჩი” რომ ერქვა და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია”, –  განაცხადა გიგი უგუალავამ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...