გიგი უგულავა: დავით ხიდაშელი არის ყველასთვის დამწვარი „ფეესბეშნიკი“ და მისი ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რუსული სპეცსამსახურის ინტერესებს ემსახურება.

ასე გამოეხმაურა გიგი უგულავა ტვ “ფორმულას” ეთერში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც თქვა, რომ ხიდაშელი “ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტია”.

“დავით ხიდაშელი არის ყველასთვის დამწვარი “ფეესბეშნიკი” და მისი ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური, იმიტომ რომ ივანიშვილის ორი პოლიტპატიმარი დღეს ციხეში იმყოფება მაგის გამო. მეორე – ეს იყო პირდაპირ “ფეესბეს” გეგმა, რომელიც ამათ შეასრულეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან მიმართებით არანაირი ტერიტორიული ცვლილებები არ მომხდარა.

“არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არც ჩვენს სასიკეთოდ და არც გაუარესების მიზნით არ მომხდარა. ივანიშვილი მხოლოდ თავის ტელევიზიების თუ უყურებს, ცოტა გაიხედოს და რუკას დახედოს. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ზის ციხეში და მოხდა ის, რომ ჩვენ მართლა გავიფუჭეთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელთან”, – თქვა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...