გიგი უგულავა: ივანიშვილი მხოლოდ თავის ტელევიზიების თუ უყურებს, ცოტა გაიხედოს და რუკას დახედოს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის საქმესა და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება დავით ხიდაშელზე.

უგულავას თქმით, დავით ხიდაშელი არის რუსული სპეც-სამსახურების წარმომადგენელი, ხოლო მისი ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური, რასაც შეეწირა ორი უდანაშაულო ადამიანი.

უგულავამ ივანიშვილს ურჩია, რომ საკუთარი ტელევიზიების გარდა, გვერდით გაიხედოს და რუკას დახედოს, რადგან ხელისუფლების ამ მოქმედებით არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ციხეშია და ქვეყანას გაუფუჭდა ურთიერთობა მეზობელთან.

“დავით ხიდაშელი არის ყველასთვის დამწვარი “ფეესბეშნიკი” და მისი ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური, იმიტომ რომ ივანიშვილის ორი პოლიტპატიმარი დღეს ციხეში იმყოფება მაგის გამო. მეორე – ეს იყო პირდაპირ “ფეესბეს” გეგმა, რომელიც ამათ შეასრულეს.

არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არც ჩვენს სასიკეთოდ და არც გაუარესების მიზნით არ მომხდარა. ივანიშვილი მხოლოდ თავის ტელევიზიების თუ უყურებს, ცოტა გაიხედოს და რუკას დახედოს. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ზის ციხეში და მოხდა ის, რომ ჩვენ მართლა გავიფუჭეთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელთან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად