გიგი უგულავა: დასანანია ის გზა, რომელიც ბატონმა ელისაშვილმა აირჩია, პოლიტიკურად არასწორად იქცევა

„დასანანია ის გზა, რომელიც ბატონმა ელისაშვილმა აირჩია. ეს გზა პოლიტიკურად მცდარია” ,- „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი არასწორად მოიქცა.

„დასანანია ის გზა, რომელიც ბატონმა ელისაშვილმა აირჩია. ეს გზა პოლიტიკურად მცდარია. ის გზა, შეგნებულად თუ შეუგნებლად და ამას დრო გვიჩვენებს, ძალიან ბევრი დრო არ დასჭირდება, ემსახურება ივანიშვილის და ქართული ოცნების გაძლიერებას. უსამართლოა ის ბრალდებები..” – ამბობს უგულავა.

ამასთან, უგულავას თქმით, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურად არასწორად იქცევა,

“პოლიტიკურად არასწორად იქცევა და იტყუება. არ შეიძლება იძახდე, რომ ჩემთვის მიუღებელია პარტია, მაგრამ მას ელაპარაკებოდე და მერე ლანძღავდე როდესაც ვერ შეთანხმდე. ეს აკვიატება ბოკერიას პარტია, რით განსხვავდება ინაშვილისგან?“, – აღნიშნა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად