გიგი უგულავა: დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე წასულია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დრო დასრულდა.

უგულავამ გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არა კონკრეტული პარტიები, არამედ კონკრეტულად საქართველოს მოსახლეობა გამოდის.

” ეს არის ხალხის დაპირისპირება ივანიშვილთან. ივანიშვილმა რომელმაც გადააგდო, ივანიშვილი რომელიც ხალხს გაუბრაზდა და ყველაფერს აკეთებს, რაც ხალხს არ უნდა.

ეს არის პროცესი, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ კრიჭაში ჩაუდგეს ხალხს. ამიტომ ვერავინ ვეღარ მონათლავს ამას, ივანიშვილის და სააკაშვილის დაპირისპირებად. ყველა პარტია არის, ხალხის წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის საქმე არის წასული. მაშინაც კი როდესაც 2012 წელს, ხელისუფლებაში კრიზისი გვქონდა, იყო 1, 2 ან 3 პარტია, რომელიც გველაპარაკებოდა“, – განაცხადა უგულავამ გიორგი თარგამაძესთან სატელეფონო საუბრის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად