გიგი უგულავა: ჩვენს ეკლესიაში რუსული გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“როდესაც ჩვენ ამ შოკისმომგვრელ ამბავს ვუსმენდით, პარალელურად ჩვენს ეკლესიაზე რუსული გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა. იდეოლოგიურად რუსი და თხემით ტერფამდე რუსეთის ხაზის გამტარებელი მეუფე იოანე გამრეკელი ქუთაისში ქუთათელ გაინათელ მიტროპოლიტად გაამწესეს, სხვათა შორის პეტრე ცაავას ეპარქიაში მივლენილია ადამიანი, რომელიც ქართულად ძლივს ლაპარაკობს. მას განათლება კი არ აქვს მიღებული რუსეთში და დამოკიდებულება, არამედ ყველამ იცის, რომ ღიად პრორუსი ადამიანია. ასე, რომ სანამ ჩვენ აქ ვიშვიშებთ და განვიცდი პოზიციებს, რუსეთის ეკლესიამ საქართველოში თავისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა.

ღიად უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. იმიტომ, რომ სამწუხაროდ საქართველოს ეკლესია ამ პრობლემას თვითონ ვერ მოაგვარებს და ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს ეკლესიის შიდა საქმეა. მეხუთე კოლონა, მოძლიერებული საქართველოს ეკლესიაში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად