გიგი უგულავა: “ჩვენ ვხედავთ კლასიკურ ბოლო ჟამს ჩვენს ეკლესიაში”

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვპირველთან” განაცხადა.

“არ შეიძლება ერთ ავტორიტეტზე დაფუძნებული მმართველობა ამდენი ხანი გრძელდებოდეს და საბოლოო ჯამში სიკეთის მომტანი იყოს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვხედავთ კლასიკურ ბოლო ჟამს ჩვენს ეკლესიაში. ძალიან დიდ, ხანგრძლივი, წინააღმდეგობრივი მმართველობის ბოლო ჟამს.

პოლიტიკური მართლმადიდებლობის დოქტრინა, რაც რუსეთმა შექმნა და თავშივე გულისხმობს, მართლმადიდებლობის საბრძოლო იარაღად ქცევას, რუსეთის ხელში. ვითომ მართლმადიდებლობით იცავს სიწმინდეს და უწმინდური არის დასავლეთი, ამ კონსტრუქციაში მართლმადიდებლობას აქვს ჩვეულებრივი ავტომატის ან ტანკის ფუნქცია, ქცეული რუსეთის საპატრიარქოსა და რუსეთის ხელისუფლების მიერ” – განაცხა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად