გიგი უგულავა: ჩემი ვარაუდით, ვიქნები მეორე ტურში, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე 15-20 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

როგორც გიგი უგულავამ გადაცემაში “კომენტარი” განმარტა, მეორე ტურში ძირითადად ქართული ოცნების კანდიდატები გავლენ, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, აქ მრავალფეროვნება იქნება.

“მაჟორიტარების ურბანულ სივრცეებში ძირითადად მეორე ტურები იქნება. 30-დან, ალბათ, მინიმუმ 15-20-ში იქნება მეორე ტური. ჩემი ვარაუდით, ზუგდიდშიც იქნება მეორე ტური და მე ვიქნები მეორე ტურში, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” კანდიდატთან. მეორე ტურებში კანდიდატები ძირითადად იქნებიან იქითა მხრიდან “ქართული ოცნებიდან” და რაც შეეხება ოპოზიციას, აქ იქნება მრავალფეროვნება. ცხადია, მეტი შეიძლება იყო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები, მაგრამ ეს არ იქნება ყველა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. შესაბამისად, ხელისუფლების პროპაგანდა, რომ მეორე ტურებში მარტო “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არასწორია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

150 დეპუტატიდან 120-ს მოსახლეობა პროპორციული სააარჩევნო სისტემით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარულით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად