გიგი უგულავა: “ჩამოშლილი სახელმწიფო” ეხება იმას, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსები მძევალს ყოფენ ჩემიანად და სხვისიანად

ჩამოშლილ სახელმწიფო ეხება იმას, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსები მძევალს ყოფენ ჩემიანად და სხვისიანად, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“ჩამოშლილი სახელმწიფო” მიმდინარე ოპერაციას არ ეხება. “ჩამოშლილი სახელმწიფო” ეხება იმას, რომ ასეთ დროს, როდესაც 43 მძევალია აყვანილი, მთელი სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, მაღალი რანგის პოლიტიკოსები და სხვა იცლიან მედიასთან ბრძოლისთვის და მძევლის დემონიზაციისთვის, ყოფენ მძევალს სხვისი ანად და თავისი ანად და მიდის მძევლის დამუნათება, რომელსაც გარანტიაც კი არ ჰქონდა, მეორე დღეს ცოცხალი იქნებოდა თუ არა.

ოპერაციის ნაწილს რაც შეეხება, ასეთ დროს ხდება ან ცხელ კვალზე დაკავება და თუ ცხელ კვალზე დაკავება ვერ ხდება, მაშინ ვადები აბსტრაქტული შეიძლება იყოს – შესაძლოა ეს იყოს 3 დღე ან 3 წელი. მინიმუმ მანქანას, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა, შეიძლებოდა GPC ჰქონოდა და არ იქნებოდა დამოკიდებული მძევლის მონაყოლზე. გამტაცებელს იმის დრო არ ჰქონდა, რომ შეემოწმებინა, იყო თუ არა GPC და ა. შ. მეორე, ამ სიტუაციაში აუცილებელია არა მარტო ადგილზე სიტუაციის მართვა, არამედ იმ ქალაქში პანიკის მართვა. ზუგდიდი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ასეთი ბანდიტიზმი, იმიტომ, რომ ყველაზე მძიმედ ამ ქალაქმა გადაიტა 90-იანი წლები. ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს ამ დროს სპიკერი, რომელიც 1 საათში ერთხელ მაინც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად