გიგი უგულავა: ბურჯანაძე საბჭოთა კლასიკური მენტალობის ქალბატონია

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

"მთავრობას პირველ რიგში მეგობარი ქვეყნებისთვის უნდა მიემართა. ქალბატონი ბურჯანაძე საუბრობდა ახლა თქვენს ეთერში. საქართველოს სამეზობლოში თუ შევადარებთ თურქეთს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე იგივე რუსეთს. ბურჯანაძე საბჭოთა კლასიკური  მენტალობის ქალბატონია. ჰგონია, რომ ყველაფერი რუსული ავტომატურად კარგია", – განაცხადა გიგი უგულავამ. 

ნინო ბურჯანაძემ იმავე ეთერში განაცხადა, რომ მთავრობას რუსეთის დახმარებაზე უარი არ უნდა ეთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად