გიგი უგულავა: ბიძინა ივანიშვილი ცალი ფეხით არის ხაფანგში!

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ადამიანი, რომელიც იკადრებს და იტყვის, მე მანამდე ვიქნები პოლიტიკაში, სანამ ჩემი მოსაწონი ოპოზიცია არ იქნებაო, მეგობრებო, ყველა დიქტატურა, ყველა ავტოკრატია, ყევლა უმსგავსობა იწყება ამ ფრაზით.

ასე არის ისტორიაში, ასე არის თანამედროვეობაში, ასე არის ლიტერატურასა და კინოში, მოსაწონი ივანიშვილის კი არ უნდა იყოს ოპოზიცია ან ხელისუფლება, მოსაწონი უნდა იყოს ხალხის, მოსაწონი უნდა იყოს თქვენი.

ადამიანი, რომელიც იკადრებს, მე უნდა მომწონდესო, ის ადამიანი არის უზურპატორი, ის ადამიანი ართმევს არჩევანს და ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე – ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს ან მართლა გადავეშვებით ჭაობში, რადგან სხვა გზა საქართველოს არ აქვს ”,-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად