გიგი უგულავა: ბიძინა ივანიშვილი რომ მატყუარაა, ამაზე სრული კონსესუსია

” ბიძინა ივანიშვილი რომ მატყუარაა, ამაზე არის სრული კონსესუსი”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო აქცია პოლიტიკური დევნის ინსტიტუტად. ზუსტად აქეთ არის მიმართული. ჩვენ ვხედავთ უამრავ სასამართლო პროცესს, იმიტომ რომ ვითომ სამართლებრივ გაპრავებას ემსახურება. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური მიზნებისთვის. შენი პირადი კორუფციული მიზნებისთვის სასამართლოს გამოყენება. წერტილი.

ეს არის ის, რაც მივიღეთ. ამის შედეგი. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სხვათა შორის, როდესაც პროპორციულზე ვესაუბრებით, იქ გასაგებია რომ ყველა გამწარებულია, ყველა გადაგდებულად თვლის თავს, მაგრამ ნუ, გასაგებია. მატყუარა ხელისუფალი გყავთ. შეიძლება გითხრათ მატყუარაა ეგ ადამიანი, რამენაირად მოიშორეთ. ბიძინა ივანიშვილი რომ მატყუარაა, ამაზე არის სრული კონსესუსი.”,-ამბობს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად