გიგი უგულავა: რეიტინგით დათო ბაქრაძე სააკაშვილსაც უსწრებს, ვაშაძესაც და მეორე ვაშაძესაც

“არ არსებობს წინაპირობა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ საკითხზე, დამთავრებულია. ვერც სააკაშვილი ვერ იქნება წინაპირობა, ვერც ვაშაძე, ვერც უგულავა და ვერც ვერავინ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატად.

“წინაპირობა ვერ იქნება ვერც დავით ბქარაძე, რომელსაც სხვათა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს სწორედ კოალიციური მთავრობის თავმჯდომარეობაზე ბოლო კვლევის მიხედვით.

არა, ვერ მიიღეს პასუხი. მე არ მითქვამს, რომ ბაქრაძე იქნება პრემიერობის კანდიდატი. რეიტინგის მიხედვით ბაქრაძე უსწრებს ვაშაძესაც, მეორე ვაშაძესაც, სააკაშვილსაც, მაგრამ ჩვენ არ ვაყენებთ წინაპირობას, რათა არ შევქმნათ რაიმე უხერხულობა მოლაპარაკებებში. ჩვენ არ გვინდა ხელების გადაგრეხვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად