გიგი უგულავა: ამ ვირიშვილებმა დაანგრიეს ეს ქვეყანა

ამ ვირიშვილებმა დაანგრიეს ეს ქვეყანა, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციასთან მელიას მხარდამჭერ აქციაზე.

“დღეს არის დღე, როდესაც საქართველოში გაფორმდა დიქტატურა. დიქტატურა იწყება ასე, მაგრამ სრულდება ძალიან ცუდად, თავისუფლებას ვერავინ ვერ გააჩერებს. ეს უმსგავსო ხალხი ტელევიზორში ქირქილებს, რომ აბა თუ მაგრები იყავით რატომ ვერ დაიცავითო.

გუშინ ნიკა მელიას თხოვნით შევიკრიბეთ და გვითხრა, რომ წარმოდგენაც არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაიღუპოსო. ციხეში წყნარად ვერ ვიჯდები თუ ვინმე დაზარალდებაო. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ეს ბრძოლა ციხიდან იწყება, ეს ბრძოლა აქედან იწყება და ეს ბრძოლა გაგმარჯვებით დამთავრდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად